saqarTvelos mdinareebi - borjomula
ტერიტორიული ერთეულები | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სათავე | ცხრაწყარო |
სიგრძე | 29 კმ |
აუზის ფართობი | 165 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 2.41 მ³/წმ |
მდინარე ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მტკვრის მარჯვენა შენაკადი. სათავე აქვს თრიალეთის ქედის სამხრეთ-დასავლეთის კალთაზე, ცხრაწყაროს უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2400 მ. სიგრძე 29 კმ, აუზის ფართობი 165 კმ2. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმცირობა ზამთარში. საშუალო წლიური ხარჯი შესართავთაბ 2,41 მ³/წმ.
ბორჯომულა ტიპური მთის მდინარეა. მიედინება ჯერ სუბალპურ ზონაში, შემდეგ წიწვიანი ტყით შემოსილ ვიწრო ხეობაში. შესართავთან გაშენებულია კურორტი ბორჯომი, მის ხეობაში სოფლები: ტბა, სადგერი, ლიბანი, ხოლო მის სათავეებთან დაბა ბაკურიანის ანდეზიტი. 1898 წელს ბორჯომულაზე ააგეს რუსეთის იმპერიაში ერთ-ერთი პირველი ჰესი (ბორჯომის ჰიდროელექტროსადგური).